მერაბის მიღწევები | ალჯოს გაუთანაბრდა, მახაჩევის შემდეგ საუკეთესო სერია აქვს
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ის ფარგლებში ჰენრი სეხუდო დაამარცხა. „მანქანამ“ ორი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია (29:28, 29:28, 29:28) და საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბი მოითხოვა.
„ტრიპელ სისთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „მანქანა“ საკუთარი მეგობრის, ალჯამეინ სტერლინგის რეკორდს გაუთანაბრდა. მერაბს, „ალჯოს“ მსგავსად, UFC-ის სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ზედიზედ 9 ბრძოლა აქვს მოგებული (მერაბს ზედიზედ 10 გამარჯვება აქვს, მაგრამ გუსტავო ლოპესთან ბრძოლა Catchweight-ში იყო) და მომდევნო დაპირისპირებაში სტერლინგის გადასწრება შეეძლება.
Merab Dvalishvili (@MerabDvalishvil) is now tied for the longest win streak in @UFC bantamweight history with his 9th consecutive win (Sterling).
— UFC News (@UFCNews) February 18, 2024
All #UFC298 Fight Results ➡️: https://t.co/8KUoCONDaj
როგორც მოგახსენეთ, დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 10 გამარჯვება აქვს და ეს ისლამ მახაჩევის შემდეგ, ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა. მახაჩევის ანგარიშზე ზედიზედ 13 მოგებაა. აღსანიშნავია კიდევ ერთი მიღწევა. მერაბმა სეხუდოსთან 5 თეიქდაუნი შეასრულა და თეიქდაუნების რაოდენობით, UFC-ის ისტორიაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. „მანქანას“ UFC-ში 79 თეიქდაუნი აქვს შესრულებული. ამასთან, „მანქანამ“ ზედიზედ მესამე ექს-ჩემპიონი დაამარცხა და პიოტრ იანისა და ჟოზე ალდოს შემდეგ, „ტრიპელ სის“ სძლია.
10 straight wins for Merab Dvalishvili and the second-longest active streak behind Islam Makhachev in the UFC.
— ESPN MMA (@espnmma) February 18, 2024
Dominance from The Machine ???? #UFC298 pic.twitter.com/1THwasIxeD
გეტყვით იმასაც, რომ სეხუდო UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. მერაბამდე მან დვალიშვილის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.