მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

ქართველი მანქანა! | მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა

UFC 298-ის ფარგლებში, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ორი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდა. „მანქანამ“ ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა (29-28, 29-28, 29-28). 

ბრძოლა თანაბრად დაიწყო და პირველი ძლიერი დარტყმა სეხუდოსგან ვიხილეთ, მაგრამ მერაბი მდგომარეობიდან სწრაფად გამოვიდა. მალევე, დვალიშვილმა თეიქდაუნი შეასრულა, რამდენიმე წამის შემდეგ კი სეხუდოს ძლიერად მოარტყა და წააბარბაცა, მაგრამ პარტერში ცუდად ჩავიდა და რაუნდის ბოლო წუთ-ნახევარი სეხუდოს კონტროლით ჩაიარა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პირველ რაუნდში უკეთ სეხუდო გამოიყურებოდა.

მეორე რაუნდმა „მანქანის“ დომინაციით ჩაიარა. საწყის წამებში, დვალიშვილი დარტყმებს ცვლიდა და ჰენრის რამდენჯერმე ძლიერად მოარტყა კიდეც. რაუნდის შუაში, მერაბმა თეიქდაუნი შეასრულა და ბოლო წუთებში „ტრიპელ სის“ შესანიშნავად აკონტროლებდა. მეორე რაუნდი მერაბს - 1:1.

მესამე რაუნდში „მანქანამ“ საოცარი ჩხუბი გვაჩვენა და დაუვიწყარი კადრები გვაჩუქა. დვალიშვილი სერიოზულ უპირატესობას ფლობდა და სეხუდო უსუსურად გამოიყურებოდა. ჰენრის სახეზე მხოლოდ სასოწარკვეთესა და დაღლილობას თუ შეამჩნევდით. დვალიშვილმა მაგარი ჩხუბი გვაჩვენა და დამსახურებულად მოიგო.

გეტყვით იმასაც, რომ სეხუდო UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირადი რეკორდი გაიმეორა - მამარდას მე-8 მშრალი მატჩი ლა ლიგაში
პირადი რეკორდი გაიმეორა - მამარდას მე-8 მშრალი მატჩი ლა ლიგაში