გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

პირადი რეკორდი გაიმეორა - მამარდას მე-8 მშრალი მატჩი ლა ლიგაში

ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსია’’ – „სევილიას’’ მატჩი 0:0 დასრულდა.

ტრადიციულად, გიორგი მამარდაშვილმა „ღამურების’’ სასტარტოში ითამაშა. ამ სეზონის ლა ლიგაში 25-დან რვა მატჩში კარი მშრალად შეინახა, თუმცა „სევილიასთან’’ ქართველი მეკარე თამაშში მხოლოდ ერთხელ ჩაერთო, ხესუს ნავასის თავური დარტყმა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, ადვილად აიღო. ამ მატჩში ქართველმა პირადი რეკორდი გაიმეორა, ლა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი მშრალი მატჩი 2021-22 წლების სეზონში დააფიქსირა, როცა ასევე რვა მატჩში გოლი არ გაუშვა.

რაც შეეხება ზოგადად მამარდაშვილის ესპანურ კარიერას, ლა ლიგის 81 მატჩიდან 23-ში კარი მშრალად შეინახა, რაც ასევე ძალიან კარგი შედეგია. მით უმეტეს იმ გუნდში, რომელიც წლებია მაღალი მიზნებისთვის აღარ იბრძვის.

25 ტურში „ვალენსიამ'' 36 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზეა და ამ მომენტისთვის საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა მის კონკურენტებს, „ბეტისსა'' და „სოსიედადს'' მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშიათ.

მომდევნო ტურში „ღამურები'' „გრანადას'' ესტუმრებიან (24 თებერვალი, 17:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები