ნაპოლი
Aa
Aa

ყველაზე ცუდი მოქმედი ჩემპიონი? - ნაპოლის კატასტროფული შედეგი

„ნაპოლის“ „ჯენოასთან“ ფრედ დასრულებული მატჩი ნიშნავს იმას, რომ „პარტენოპეი“ ბოლო 60 წლის განმავლობაში შესაძლოა სერია ა-ს ყველაზე ცუდი მოქმედი ჩემპიონი აღმოჩნდეს.

გასულ სეზონში, „ნაპოლიმ“ სკუდეტო 16-ქულიანი სხვაობით მოიგო. მეორე ადგილი კი „ლაციომ“ დაიკავა. ამ სეზონში კი ვალტერ მაცარის გუნდს 36 ქულა აქვს, მე-9 ადგილზე იმყოფება და პირველ პოზიციაზე მყოფ „ინტერს“ 27 ქულით ჩამორჩება.

აქამდე სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონებმა სულ ხუთჯერ დაასრულეს შემდეგი სეზონი ლიდერთან -20 და მეტი ქულიანი სხვაობით.

1949-50 წლები - „ტორინო“, -21 ქულა ლიდერთან. 1961-62 წლები „იუვენტუსი“, -24 ქულა ლიდერთან. 1964-65 წლები „ბოლონია“, -20 ქულა ლიდერთან. 1996-97 წლები „მილანი“, -22 ქულა ლიდერთან. 2022-23 წლები, ისევ „მილანი“ და -20 ქულა ლიდერთან.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ მომენტისთვის, „ნაპოლის“ ლიდერ „ინტერთან“ 27 ქულა აშორებს და შესაძლოა ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და „პარტენოპეი“ სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე ცუდი მოქმედი ჩემპიონი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება