გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, მირიან მაისურაძე, რობერტ დინგაშვილი, შოთა ფარტენაძე, ავთანდილ კენჭაძე, აკაკი ქემერტელიძე, გიორგი გოგრიჭიანი
Aa
Aa

მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია - ქართველი მოჭიდავეების წარმატებული გამოსვლა

ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალში აზერბაიჯანელი მაგომედჰან მაგომედოვი დაამარცხა.

26 წლის მოჭიდავემ ევროპის ჩემპიონობა მეორედ იზეიმა, გასულ წელს ზაგრებში მის აქტივში ოქროს მედალი იყო.

აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალური დაპირისპირება დათმო.

რობერტ დინგაშვილმა (57 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ილმან მუხტაროვი დაამარცხა.

ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ.) ბერძენ მეტოქეს მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ფინალში გავიდა, ტაჰა აკგულს ხვალ დაუპირისპირდება.

შოთა ფარტენაძე (61 კგ), გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. მათი შეხვედრები ხვალ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები