მაცარი: “ხვიჩას ვურჩიე, რომ სიფრთხილე გამოეჩინა“
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „ჯენოას“ უმასპინძლა. სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი ბოლო წუთებამდე მარცხდებოდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა და აქტივში 1 ქულა ჩაიწერა.
მატჩის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მაცარი:
„ამ შედეგის ახსნა? ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ თანმიმდევრული ამ შედეგებით. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ეს კი შედეგზე ახდენს გავლენას. შეტევაში კარგად ვითამაშეთ. გაშვებული გოლის შემდეგ, სივრცე ავითვისეთ და საბედნიეროდ წონასწორობა აღვადგინეთ, თუმცა მოგება გვინდოდა.
არაფერს ვმალავთ. ყველამ იცის, რომ კარგ სიტუაციაში არ ვართ. დამიჯერეთ, პირველი ვარ, ვისაც სურს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. იყო თუ არა „ბარსელონასთან“ მომავალი დაპირისპირება დღევანდელი დაბრკოლება? არა!
კვარაცხელია დღეს ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, ვისაც შეუძლია სხვაობა შექმნას სხვა გუნდებთან. მიუხედავად იმისა, რომ გააფრთხილეს, გადავწყვიტე მოედანზე დამეტოვებინა და ვურჩიე, რომ მასაც სიფრთხილე გამოეჩინა პროვოკაციებზე.“
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „ნაპოლის“ 36 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს მაცარის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.
ხვიჩას ყველა მომენტი „ჯენოასთან“