კარგი ამბავი - ლუქსემბურგს საქართველოსთან კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა
როგორც მოგეხსენებათ, 21 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს.
დღევანდელ დღემდე ცნობილი იყო, რომ ლუქსემბურგს დანელ სინანი არ ეყოლება. დღეს კი ვიგებთ, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს კიდევ ერთი ლიდერი დააკლდება.
ვინსენტ ტილმა „საბაჰისა“ და „ყარაბაღის“ დაპირისპირების დროს ტრავმა მიიღო. მოგვიანებით კი მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ასევე, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ლუქსემბურგის ნაკრებში დანი მოტა აღარ ითამაშებს. ფეხბურთელმა თავად განაცხადა უარი.
როგორც უკვე მოგახსენეთ, აღნიშნული დაპირისპირება 21 მარტით თარიღდება. დაწყების დრო 21:00.
Saturday morning breaking news ????
— Football in Luxembourg ???????? (@LuxembourgFooty) February 17, 2024
Vincent Thill (24; 52 caps) will miss the all-important Georgia game in the 2024 Euros playoffs due to undergoing surgery after an injury sustained during his last game for Sabah last week. ????????
No Sinani, no Mota, no Vincent.@GeorgianFooty pic.twitter.com/q6cnXVUuhj