Corriere dello Sport: ჯანდაბა - უნდა გვცოდნოდა, რომ ეს დღე დადგებოდა
ხვიჩა კვარაცხელიას „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერზე უკვე რამდენიმე დღეა წამყვანი ევროპული გამოცემები აქტიურად წერენ.
ამჯერად ამ თემას ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი შეეხო.
„ეს, რომ უნდა მომხდარიყო ფატალურად გარდაუვალი გახლდათ. ახლა უკვე ეს მხოლოდ შეგრძნება ან ვარაუდი აღარ არის, ამის შესახებ ჩვენც ვიცით. სამყარო უსინათლო ადამიანებით უნდა ყოფილიყო დასახლებული, რომ ეს არ მომხდარიყო.
ხვიჩა ბურთის ფლობისას, ყოველი დრიბლინგისას, სიცოცხლის და ენერგიის, ტალანტის ამოფრქვევის განცდას თითქმის ყოველ ჯერზე ტოვებს. და ეს ბარსელონას ქომაგებს შორისაც ხდება.
აქამდე შეგვეძლო ისეთი სახე მიგვეღო, რომ თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ ჯანდაბა - უნდა გვცოდნოდა, რომ ეს დღე დადგებოდა. ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ ხვიჩა ბარსელონას სამიზნეთა სიაშია“.
- წერს რომაული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ახალი სეზონიდან შემადგენლობაში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს. გუნდი ერთბაშად 5-6 მოთამაშის გაყიდვას გეგმავს, რათა ახალი ფეხბურთელების გაფორმება შეძლოს. სავარაუდო წამსვლელთა სიაში კუნდე, რაფინია, ფერან ტორესი, ლევანდოვსკი, დე იონგი და ტერ შტეგენი იმყოფებიან. კლუბი არც ჟოაო ფელიქსის გამოსყიდვას არ აპირებს.