UFC, ილია თოფურია, ალექს ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ხვალ იხილავენ, თუ როგორ დავწერ ისტორიას“ - თოფურია VS ვოლკანოვსკი

დღეს გამთენიისას UFC 298-ის საღამოს წინ, ტრადიციული Face to Face გაიმართა. მებრძოლებმა წონები გუშინ ოფიციალურად დააფიქსირეს და ჩააბარეს, ამჟამად კი შოუსთვის წარმოდგენის სახით ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ და რამდენიმე ფრაზა გაცვალეს.

ილია თოფურიას გამოჩენას პუბლიკა სტვენით შეხვდა, ალექს ვოლკანოვსკის კი ოვაციებით.

„ისინი ყველაფრის მოწმეები გახდებიან, ხვალ იხილავენ, თუ როგორ დავწერ ისტორიას“.

- თქვა თოფურიამ.

„ის პრესაში დაიმსხვრა, ხვალაც დაიმსხვრევა“.

- უპასუხა ვოლკანოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საღამოს მთავარი ბრძოლები 18 თებერვალს დილის 07:00 საათიდან დაიწყება. თოფურიას ბრძოლამდე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენით იატაკს მოვწმენდ - თოფურიამ ვოლკანოვსკის ქამარი წაართვა
შენით იატაკს მოვწმენდ - თოფურიამ ვოლკანოვსკის ქამარი წაართვა