სოლომონ კვირკველია
Aa
Aa

ასისტი და ავტოგოლი | კვირკველიას ალ ახდუდმა მესამეადგილოსანი ალ აჰლი დაამარცხა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, საბა კვირკველიას „ალ-ახდუდი“ საკუთარ კედლებში „ალ-აჰლის“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მიმდინარე სეზონში მე-7 გამარჯვება იზეიმა და მესამეადგილოსანი მეტოქე 3:2 დაამარცხა.

კვირკველიამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი სრულად ჩაატარა. ვეტერანი მცველი ორი გოლის მონაწილე იყო. შეხვედრის 32-ე წუთზე, საბამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ავტოგოლი გაიტანა, 59-ე წუთზე კი მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და ლეანდრე ტავამბას საგოლე გადაცემა გაუკეთა.

საერთო ჯამში, კვირკველია ბურთს 24-ჯერ შეეხო და 12-დან 7 ზუსტი პასი ჰქონდა. მან სახიფათო მომენტი 11-ჯერ განმუხტა და 2-დან 1 საჰაერო დუელი მოიგო. კვირკველიას 5 დაკარგვაც ჰქონდა.

ცნობისთვის, 20 ტურის შემდეგ, „ალ-ახდუდს“ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 თებერვალს გამართავს და „ალ-ტაავონს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები