გიორგი მამარდაშვილი, ილია თოფურია
Aa
Aa

„საჩემპიონო ქამარი მოვიპოვოთ“ | მამარდამ ილიას წარმატება უსურვა

„ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა UFC-ის მებრძოლს, ილია თოფურიას მხარდაჭერა გამოუცხადა. „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკია და „მამარდამ“ თოფურიას წარმატება უსურვა.

„გამარჯობა ილია, მოგესალმება შენი მეგობარი, გიორგი მამარდაშვილი. წარმატებას გისურვებ სატიტულო ბრძოლაში და მოდი, საჩემპიონო ქამარი მოვიპოვოთ“, - განაცხადა მამარდაშვილმა „ღამურების“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ცნობისთვის, თოფურიამ და ვოლკანოვსკიმ წონა რამდენიმე წუთის წინ ჩააბარეს. სასწორზე პირველი მოქმედი ჩემპიონი გავიდა და ვოლკანოვსკიმ 144.5 ფუნტი (65.5 კგ) დააფიქსირა. ალექსის შემდეგ, ასაწონად ილია გამოვიდა, რომელმაც იგივე წონა დააფიქსირა - 144.5 ფუნტი.

შეგახსენებთ, UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალს, საქართველოს დროით კი 18 თებერვალს, 07:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნებისმიერი გრანდისთვის კარგი შენაძენი იქნება“ | სიომინი კვარაზე და ბარსას ინტერესზე
„ნებისმიერი გრანდისთვის კარგი შენაძენი იქნება“ | სიომინი კვარაზე და ბარსას ინტერესზე