ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„ნებისმიერი გრანდისთვის კარგი შენაძენი იქნება“ | სიომინი კვარაზე და ბარსას ინტერესზე

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ახლახან, „კვარა“ „ბარსელონას“ დაუკავშირეს და სიომინის თქმით, ხვიჩა ნებისმიერი გრანდისთვის კარგი შენაძენი იქნება.

„როგორც მახსოვს, მას ნაპოლისთან გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს. მისი შეძენა მარტივი არ იქნება და დიდი თანხის გადახდა გახდება საჭირო, თუმცა, კვარაცხელია ხარისხიანი ფეხბურთელია, რომელსაც გუნდის სათამაშო სტილის განსაზღვრა შეუძლია.

არ ვიცი, ხვიჩა ნაპოლიში დარჩება თუ ზაფხულში რომელიმე გუნდი გადაიყვანს, მაგრამ კვარას გაფორმებას შეძლებს კლუბი, რომელიც სერიოზულ ფინანსურ რესურსებს გაიღებს. ჩემი აზრით, იგი ევროპის ნებისმიერ გრანდს წაადგება, რადგან იტალიის ჩემპიონატი შემტევებისთვის რთული ტურნირია და ხვიჩა მაინც ბრწყინვალედ ასპარეზობს“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ გარდა, „კვარა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რადარზეც იმყოფება. „მანჩესტერის“ მთავარი სამიზნე „კრისტალ პალასის“ გარემარბი, მაიკლ ოლისეა. თუ „ოლდ ტრაფორდელებს“ 22 წლის ფეხბურთელის გადაყვანა არ გამოუვათ, აქცენტს კვარაცხელიაზე გადაიტანენ და „ნაპოლის“ წინადადებით მიმართავენ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოზიცია შევუცვალე და ბრწყინვალე შედეგები მივიღეთ - მაცარი კვარაზე
პოზიცია შევუცვალე და ბრწყინვალე შედეგები მივიღეთ - მაცარი კვარაზე