ხვიჩა კვარაცხელია, კაორუ მიტომა
Aa
Aa

ხვიჩა მანჩესტერ იუნაიტედის რადარზე | ნაპოლიმ მისი შემცვლელი შეარჩია

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყურადღების ცენტრში იმყოფება. „წითელი ეშმაკები“ შეტევის გაძლიერებას აპირებენ და მათ საზაფხულო გეგმებზე ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი, ეკრემ კონური წერს.

კონურის მიხედვით, „მანჩესტერის“ მთავარი სამიზნე „კრისტალ პალასის“ გარემარბი, მაიკლ ოლისეა. თუ „ოლდ ტრაფორდელებს“ 22 წლის ფეხბურთელის გადაყვანა არ გამოუვათ, აქცენტს კვარაცხელიაზე გადაიტანენ და „ნაპოლის“ წინადადებით მიმართავენ.

საინტერესოა, რომ იმავე კონურის თქმით, „პარტენოპეის“ „კვარას“ შემცვლელი შერჩეული ჰყავს. თუ ნეაპოლელებმა ქართველი ფეხბურთელი გაუშვეს, „ბრაიტონის“ 26 წლის იაპონელი შემტევის, კაორუ მიტომას გადაბირებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ბარსელონას“ რადარზეც იმყოფება. კატალონიელები გარემარბს ეძებენ და ხვიჩას გარდა, მიტომასა და გაბრიელ მარტინელის კანდიდატურებს განიხილავენ. სათქმელია ისიც, რომ ფრანგული გამოცემები ხვიჩას „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოზიცია შევუცვალე და ბრწყინვალე შედეგები მივიღეთ - მაცარი კვარაზე
პოზიცია შევუცვალე და ბრწყინვალე შედეგები მივიღეთ - მაცარი კვარაზე