პოზიცია შევუცვალე და ბრწყინვალე შედეგები მივიღეთ - მაცარი კვარაზე
სერია ა-ს 25-ე ტურში „ნაპოლი'' „ჯენოას'' მიიღებს, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვალტერ მაცარიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„მილანთან’’ მატჩში თეო ერნანდესის გოლისას უხეში შეცდომა დავუშვით. ამ მომენტის გარდა კარგად ვითამაშეთ. მარცხი არ დაგვიმსახურებია.
კვარაცხელიასთვის მარცხენა ფლანგზე თამაში რთული იყო, მის წინააღმდეგ მეტოქის სამი ფეხბურთელი მოქმედებდა. ამის გამო მას პოზიცია შევუცვალე, რასაც ბრწყინვალე შედეგები მოჰყვა. მატჩის მიმდინარეობისას ფორმაციას ვცვლით, მაგრამ არ ვიტყვი ხვალ რა ფორმაციას მივანიჭებთ უპირატესობას, რადგან ფეხბურთელებს თამაში სამი ტაქტიკით შეუძლიათ (4-3-3, 3-4-3, 3-5-2).
კითხვაზე ლინდსტრომი მიიღებს თუ არა მეტ სათამაშო დროს, მაცარი ასე პასუხობს: „ყველა თამაშს 4 ან 5 შემტევით ვასრულებთ. ლინდსტრომს ზუსტად კვარასა როლი აქვს. მას ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რომ თავისი განზომილება იპოვოს, კვარას შეცვალა ადვილი არაა’.
ცნობისთვის, 24 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 35 ქულით მე-9 ადგილზეა, მე-6 ადგილზე მყოფ „რომას'' 3 ქულით ჩამორჩება. 25-ე ტურში „ნაპოლი'' - „ჯენოას'' მატჩი 17 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.