ბრწყინვალე ასპარეზობა - ხუთივე ქართველი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში
ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე დღევანდელ დღეს ხუთივე ქართველი მებრძოლი ნახევარფინალში გავიდა.
57 წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილმა წარმატებულად იასპარეზე და ნახევარფინალში თურქ მუჰამეტ კარაუს დაუპირისპირდება. ნახევარფინალამდე ქართველმა ფალავანმა რუმინელ რავზან მარიან კოვაჩს აჯობა.
65 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში გოდერძი ძებისაშვილი რუს გაჯიმურად რაშიდოვს შეხვდება. ევროპის ჩემპიონატზე გოდერძიმ ესპანელ კარლოს ალვარეს იგლესიასა და შვეიცარიელ ნინო ლეუტრეტს მოუგო.
70 კილოში აკაკი ქემერტელიძე მეტოქე ბულგარეთის სახელით მოასპარეზე რამაზან ელდაროვიჩ რამაზონოვი იქნება. ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალის გზაზე ბელორუს ულადისლავ კოიკასა და თურქ ჰაიდარ იავუზს აჯობა.
79 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ავთანდილ კენჭაძე რუს ახმედ უსმანოვს დაუპირისპირდება. კენჭაძემ რუმინულ ხალიჩაზე შვეიცარიის სახელით მოასპარეზე უმარ მავლაევსა და სომეხ არმან ავაგიანს მოუგო.
97 კილოში გივი მაჭარაშვილი თურქ იბრაჰიმ ჩიფჩის შეხვდება. ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალამდე ლიეტუველი ლუკაშ კრაშაუშკასი და ბელორუსი ალიქსანდრ ჰუშტინი დაამარცხა.
ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:45 საათზე განახლდება.