ხვიჩა კვარაცხელია, ჰამედ ტრაორე, ლორენცო ინსინიე
Aa
Aa

კვარამდე მისი ყიდვა უნდოდათ | ვინ უნდა ყოფილიყო ინსინიეს მემკვიდრე

Sportitalia-ს ჟურნალისტმა, სილვერ მელემ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და გაგვიზიარა სატრანსფერო გეგმები, რომლებიც „ნაპოლის“ ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ ჰქონდა. მელეს თქმით, „პარტენოპეი“ ინსინიეს მემკვიდრედ, ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად, ჰამედ ტრაორეს მოიაზრებდა.

„ტრაორე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. იგი უნივერსალია და ტაქტიკური გადმოსახედიდან, მწვრთნელს რამდენიმე გამოსავალს აძლევს. რთული პერიოდი რომ არა, რომელიც ბოლო თვეებია აქვს, ნაპოლის მისი გაფორმება გაუჭირდებოდა. პარტენოპეი მას სასუოლოშო ყოფნის დროსაც აკვირდებოდა და კრისტიანო ჯუნტოლი მას ინსინიეს მემკვიდრედ მოიაზრებდა“.

მელეს ინფორმაციას ანტონინო იმბორჯას განცხადებაც ადასტურებს, რომელიც ტრაორეს ყოფილი აგენტი გახლავთ: „აურელიო დე ლაურენტისისგან სატელეფონი ზარი მივიღე, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და პრეზიდენტმა ფეხბურთელის შესახებ შეკითხვები დამისვა. როცა დე ლაურენტისმა გაიგო ხელფასი და ის თანხა რაც კლუბმა მის სანაცვლოდ გადაიხადა, დამოკიდებულება შეეცვალა. დე ლაურენტისი ტრაორეს ყოველთვის აფასებდა და მისი გადაბირება დიდი ხანი უნდოდა“.

ცნობისთვის, ტრაორე „სასუოლოდან“ „ბორნმუთში“ გადავიდა და „ალუბლებმა“ მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადეს. იგი „ნაპოლიში“ იჯარის წესით ასპარეზობს და კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.          

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მშიშარაა, ძალიან არ მომწონს“ | იაირ როდრიგესის მორიგი განცხადება ილიაზე
„მშიშარაა, ძალიან არ მომწონს“ | იაირ როდრიგესის მორიგი განცხადება ილიაზე