გრიზმანი: ბარსელონაში წასვლით შეცდომა დავუშვი
ანტუან გრიზმანმა „ბარსელონაში“ გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა და საბოლოოდ, მას მცდარი ნაბიჯი უწოდა.
„მე გადავწყვიტე წასვლა, რადგან ჩემს ფსიქოლოგიურ ზღვარს მივაღწიე. სხვებს ვადანაშაულებდი იმაში, რომ სწორ დონეზე ვერ ვთამაშობდი, თავს ვამართლებდი და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ უნდა წავსულიყავი, რადგან ყოველთვის კარგია იქ, სადაც ჩვენ არ ვართ.
მინდოდა მეცადა და რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდი, რომ ისეთი ბედნიერი არ ვიყავი, როგორც მადრიდში და ატლეტიკოში თამაშისას. ვცადე დაბრუნება და მახსოვს, მწვრთნელს ვუთხარი, რომ ეს მინდოდა, როდესაც მან ბოლო დღეს დამირეკა. ჩემს დას ვუთხარი: „ყველაფერი გააკეთე, რომ უკან დამაბრუნო და დანარჩენს მე გავაკეთებ“.
მეც გავბრაზდი ჩემს თავზე და მუშაობა მომიწია, ჩუმად ყოფნა. შემდეგ, გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ ყველაფერს ვაკეთებდი გუნდისთვის.
პირველ რიგში მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, ისინი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნები არიან. მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს, სიმეონეს, მიგელ ანხელ ჟილს, სერესოს, ფიზიოთერაპევტებს, გულშემატკივრებს... არავის დავიწყება არ მინდა.
ყველაფერს გავცემ, ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ აქ ვარ. მე დავუშვი შეცდომა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, 7 ნომრით იამაყონ“.
- განაცხადა გრიზმანმა.
შეგახსენებთ, რომ ანტუანი „ბარსელონაში“ 2019 წელს გადავიდა და 2021 წელს უკან „ატლეტიკოში“ დაბრუნდა. გრიზმანს „ბლაუგრანაში“ თავის პოზიციაზე არ/ვერ ათამაშებდნენ, რადგან იქ მესი იყო. ფრანგს ძირითადად ფლანგზე მოქმედება უწევდა, რამაც მისი კატალონიური კარიერა დასაწყისშივე დაასრულა.