დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

აზაროვისა და გოჩოლეიშვილის შეცდომები - შახტარის ფრე მარსელთან

ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში დონეცკის „შახტარმა“ ჰამბურგში „მარსელს“ უმასპინძლა და დრამატულ მატჩში ფრედ 2:2 ითამაშა.

ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. „მარსელი“ ორჯერ იგებდა (ობამეიანგისა და ნდიაიეს გოლებით), თუმცა „შახტარმა“ ორივე შემთხვევაში (მატვიენკოსა და ეგინალდოს გოლებით) წონასწორობის აღდგენა შეძლო.

რაც შეეხებათ ქართველ ლეგიონერებს, ირაკლი აზაროვმა მატჩი სასტარტოდან დაიწყო და 90 წუთი ითამაშა. გიორგი გოჩოლეიშვილი კი მოედანზე მეორე ტაიმში 77-ზე წუთზე გამოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ „მარსელის“ ორივე გოლის მომენტში ქართველმა განაპირა მცველებმა არადამაჯერებლად ითამაშეს. პირველი გოლისას აზაროვმა ჯერ უზუსტოდ იმოქმედა და შემდეგ პოზიცია დაკარგა, რასაც გოლი მოჰყვა. მეორე ბურთის მომენტში კი ობამეიანგმა გოჩოლეიშვილი მარტივად ჩამოიშორა, რის შემდეგად საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა მარსელში 22 თებერვალს 23:55 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის პენალტი და გოლი | შტურმმა კანკავასა და კაშიას სლოვანი გაანადგურა
კიტეიშვილის პენალტი და გოლი | შტურმმა კანკავასა და კაშიას სლოვანი გაანადგურა