ოთარ კიტეიშვილი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

კიტეიშვილის პენალტი და გოლი | შტურმმა კანკავასა და კაშიას სლოვანი გაანადგურა

უეფას კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმის“ მეტოქე გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანი“ გახლავთ. პირველი შეხვედრა ავსტრიაში გაიმართა და გრაცელები განმეორებით მატჩს სერიოზული უპირატესობით ხვდებიან.

„შტურმმა“ კარგად დაიწყო და მეოთხე წუთზე დაწინაურდა. ტომი ჰორვატის გადაცემის შემდეგ, თავი მიკა ბიერეტმა გამოიჩინა და მასპინძლები დააწინაურა. ბრატისლაველებმა მალევე გაათანაბრეს. მერვე წუთზე, ჟერსონ როდრიგესი მეკარესთან პირისპირ დარჩა და მომენტი გამოიყენა - 1:1. 27-ე წუთზე, „შტურმი“ წინ კიდევ ერთხელ გავიდა და სტანდარტულის შემდეგ, თავი იონ გორენც სტანკოვიჩმა გამოიჩინა.

მატჩის 64-ე წუთზე, ოთარ კიტეიშვილმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გარდასახა - 3:1. 78-ე წუთზე, „სლოვანი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა და წითელი ბარათი ვლადიმირ ვაის უმცროსმა მიიღო, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ამადი კამარამ დააფიქსირა - 4:1. კაშიამ და კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარეს, „კიტე“ კი 83-ე წუთზე შეცვალეს.

ცნობისთვის, „შტურმისა“ და „სლოვანის“ განმეორებითი შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 23:59-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მშიშარაა, ძალიან არ მომწონს“ | იაირ როდრიგესის მორიგი განცხადება ილიაზე
„მშიშარაა, ძალიან არ მომწონს“ | იაირ როდრიგესის მორიგი განცხადება ილიაზე