როგორია რეალის წინადადება | მბაპე კონტრაქტს მალე გააფორმებს
„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის შეატყობინა, რომ სეზონის ბოლოს, „პარკ დე პრენსს“ დატოვებს. მბაპე თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა და მისი გაფორმების მთავარი ფავორიტი მადრიდის „რეალია“.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბლანკოსმა“ მბაპეს წინადადება უკვე გაუკეთა. „სამეფო კლუბის“ შეთავაზებული ხელფასი კილიანის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე ნაკლებია და ბევრად დაბალია, ვიდრე თანხა, რომელიც „რეალმა“ მბაპეს 2022 წელს შესთავაზა. „ბლანკოსის“ მიზანია, ყველაფერი მათი პირობების მიხედვით გადაწყდეს.
????⚪️ Real Madrid fixed salary proposal for Kylian Mbappé is way lower than the one made in summer 2022 — and also lower than current salary.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 15, 2024
Real want Mbappé to join the club at their conditions after spending years on this saga.
Contract proposal, already in Kylian’s hands. pic.twitter.com/HgAL3BxclJ
Relevo-ს ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ცნობით, კილიანმა „რეალს“ თანხმობა უკვე შეუთვალა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლა სურს. კონტრაქტის გაფორმება უახლოეს კვირებში მოხდება და ერთადერთი, რაც გასარკვევია, ის დეტალებია მბაპე „პარი სენ-ჟერმენს“ როგორ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს პსჟ-ს მაისურით 290 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 243 გოლი და 103 შედეგიანი გადაცემაა.