ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მშიშარაა, ძალიან არ მომწონს“ | იაირ როდრიგესის მორიგი განცხადება ილიაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, იაირ როდრიგესმა ილია თოფურია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „ელ პანტერამ“ „ელ მატადორს“ მშიშარა უწოდა და განაცხადა, რომ მას ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შანსი არ აქვს.

„რას ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემთან ჩხუბი არ უნდა და კონორ მაკგრეგორზე ლაპარაკობს? იმას, რომ მშიშარაა. ეს ბიჭი ძალიან არ მომწონს და ილუზიებში იმყოფება. ფეხებზე მკიდია რას ფიქრობს და სიამოვნებით გავანადგურებ. ერთ დღეს აუცილებლად ვიჩხუბებთ თუ რა თქმა უნდა, უარი არ თქვა.

არის თუ არა საკმარისად ნიჭიერი, რომ ჩემპიონი გახდეს? არა! არ მგონია, საჭირო ტალანტი ჰქონდეს და ილუზიებში იმყოფება. მესმის, რის გაკეთებასაც ცდილობს, მაგრამ როცა თვითონაც არ გჯერა, რასაც ამბობ, ე.ი ილუზიებში იმყოფები და თოფურია სწორედ ამ მდგომარეობაშია. ალექსთან გამართული ჩხუბის შემდეგ, რეალურ სამყაროში დაბრუნდება”.

შეგახსენებთ, რომ როდრიგესსა და თოფურიას ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ და სოციალურ ქსელებში დაპირისპირება რამდენჯერმე მოუვიდათ. „ელ პანტერამ“ მას ჯუჯა უწოდა, „ელ მატადორმა“ კი განაცხადა, რომ ვოლკანოვსკიმ როდრიგესი ჩვარივით ათრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sky Sport: კვარა შესაძლოა წავიდეს, ნაპოლის მისი შემცვლელი ჰყავს
Sky Sport: კვარა შესაძლოა წავიდეს, ნაპოლის მისი შემცვლელი ჰყავს