„ვოლკის წინააღმდეგ წასვლა ძნელია“ | ორტეგას პროგნოზი ილიასა და ალექსის ჩხუბზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბრაიან ორტეგამ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ჩხუბზე ისაუბრა. ორტეგამ პროგნოზი გააკეთა და მოქმედი ჩემპიონის გამარჯვება ივარაუდა.
„რა აზრის ვარ ილიას განცხადებაზე, რომ თუ ჩემპიონი გახდება, მე, მაქს ჰოლოუეის და იაირ როდრიგესს შანსს არ მოგვცემს? ჯერ ქამარი აქვს მოსაგები. თუ ვოლკი დაამარცხა და საკუთარი სიტყვის შესრულება გადაწყვიტა, მაშინ ტიტულის სხვა პრეტენდენტებს გავანადგურებ და საბრძოლველად არავის დავუტოვებ.
ჩემი აზრით, ილიასა და ალექსის ჩხუბი ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება. საკითხავია, თოფურია მზადაა თუ არა. დიახ, ყველა ბრძოლაში კარგად გამოიყურებოდა, ტექნიკურად ძლიერია და მის არსენალში სრული პაკეტია: სტრაიკინგი, ჭიდაობა, ჯიუ ჯიცუ. არ აქვს სისუსტე, რომელიც მის რომელიმე მეტოქეს გამოუყენებია, მაგრამ ვოლკანოვსკისნაირ მებრძოლებთან ჩხუბი სხვა დონეა. ძალიან კარგი ბრძოლა გველოდება და პასუხი უამრავ შეკითხვას გაეცემა, მაგრამ ვოლკის წინააღმდეგ წასვლა და იმის თქმა, რომ წააგებს, ძალიან ძნელია“.
შეგახსენებთ, რომ ორტეგა ვოლკანოვსკის 2021 წლის 25 სექტემბერს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგაც უჩხუბია და „დალოცვილთანაც“ წააგო.