თელავმა არგენტინის ნაკრების ყოფილი მცველი დაიმატა
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე 11 ფეხბურთელი დაიმატა.
„თელავის“ ოფიციალური გვერდის ცნობით, დღეიდან კლუბის ღირსებას ალეკო ანანიძე, მუხრან ბაგრატიონი, დავით გოგოტიშვილი, სტეფან ბუკორაცი (სერბეთი), ჯინო პერუცი (არგენტინა), ლადო ოდიშვილი, რუბენ ოლივეირა (პორტუგალია), ფილიპ ლესნიაკი (სლოვენია), გიორგი ხაბულიანი, თორნიკე ახვლედიანი და მაქსიმ მაიროვიჩი (რუსეთი) დაიცავენ.
მათ შორის გამორჩეული არგენტინელი მველის ტრანსფერი. ჯინო პერუცი სხვადასხვა დროის განმავლობაში ველეს სარსფილდში (არგენტინა), კატანიაში (იტალია), ბოკა ხუნიორსში (არგენტინა), ნასიონალში (ურუგვაი), სან ლორენსოში (არგენტინა) და ალიანსაში (პერუ) თამაშობდა, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კი 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 1 მარტს, ბათუმის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ მატჩით დაიწყება.