გოგა ბითაძე, ნიუ იორკ ნიქსი, პაოლო ბანკერო, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ორლანდოს დამაჯერებელი გამარჯვება | ბითაძეს 5-წუთამდე დაეთმო

NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდა და 18 ქულის სხვაობით, 118:100 დაამარცხა.

იმის მიუხედავად, რომ მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 27:36 წააგეს, თამაშის შემოტრიალება მაინც შეძლეს და დამაჯერებლადაც გაიმარჯვეს. გარდამტეხი მეორე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ორლანდომ 19-ქულიანი სხვაობით, 38:19 მოიგო და ეს უპირატესობა მასპინძლებმა აღარ გაანიავეს.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა პაოლო ბანკეროს, რომელმაც მეტოქეს 36 ქულა ჩაუგდო და ამასთან, 7 მოხსნა და 5 ასისტიც შეასრულა.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ქართველი ცენტრი მოედანზე მეოთხე მეოთხედში გამოჩნდა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. გოგამ მოედანზე 04:30 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 1 მოხსნის შესრულება მოასწრო, ქულის აღების მცდელობა კი არ ჰქონია. მოხსნასთან ერთად, ბითაძეს 1 დაკარგვა და 2 ფოლიც ჰქონდა.

55 ტურის შემდეგ, „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 30 მოგებით მე-8 ადგილზე იმყოფება. ქართველი ცენტრის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 თებერვალს, სტუმრად „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები