ბაიერნი, ლაციო, მაურიციო სარი
Aa
Aa

სარი: “გამარჯვებას ტანჯვით და დიდი ძალისხმევით მივაღწიეთ“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბაიერნი“ „ლაციოს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა სარიმ?

„ეს იყო ტანჯვით და ძალისხმევით მიღებული გამარჯვება. დიდი სიამოვნებაა, როცა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ამარცხებ. ჩვენ მთელი თამაშის განმავლობაში ვმოძრაობდით, როგორც ერთი გონების მქონე სუბიექტი. ბევრი მომენტი გვქონდა და მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ.

გადავწყვიტეთ, რომ პრესინგის დონე შეგვემცირებინა, რადგან „ბაიერნი“ იმაზე მარტივად ამოდიოდა პრესინგიდან, ვიდრე ჩვენ ველოდით. ტუხელმა კარიერაში ჩემზე მეტი მოიგო და იცის რა უნდა გააკეთოს. სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ფეხბურთელებმა შთაბეჭდილება მოახდინა. რა თქმა უნდა, ყველაფერი მიუნხენში გადაწყდება.“

ცნობისთვის, „ბაიერნისა“ და „ლაციოს“ განმეორებითი დაპირისპირება 5 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ „ლაციომ“ საკუთარი არსებობის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მატჩი მეორედ მოიგო. პირველად ეს 2000 წელს „ვალენსიას“ წინააღმდეგ მოხდა.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
70 მილიონი და გაორმაგებული ხელფასი - ბაიერნი არაუხოს არ ეშვება
70 მილიონი და გაორმაგებული ხელფასი - ბაიერნი არაუხოს არ ეშვება