შტურმი, ოთარ კიტეიშვილი, ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

ვაისი: “შტურმს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, კიტეიშვილს გამოვარჩევ“

კონფერენს 1/16 ფინალში „შტურმი“ „სლოვანს“ უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ოთარ კიტეიშვილზე ისაუბრა.

რა თქვა ვაისმა?

„ჩვენს მეტოქეს კომპაქტური გუნდი ჰყავს. „შტურმს“ აშკარად ეტყობა კარგი მწვრთნელის ხელი. ასეთი გუნდის წინააღმდეგ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერები უნდა ვიყოთ. თუ ტაქტიკურად სწორად არ ვითამაშებთ გამოცდილება დიდად ვერ დაგვეხმარება. „შტურმს“ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ერთი, რომ დავასახელო ოთარ კიტეიშვილს ვიტყვი.“

შეგახსენებთ, რომ „სლოვანში“ ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. საუბარი გურამ კაშიაზე და ჯაბა კანკავაზეა.

„შტურმში“ კი, როგორც ვაისმა აღნიშნა ოთარ კიტეიშვილი. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 15 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 21:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარსელის წინააღმდეგ - ლაცაბიძე შახტარის განაცხადში მოხვდა
მარსელის წინააღმდეგ - ლაცაბიძე შახტარის განაცხადში მოხვდა