მე-1000 მატჩი და გოლი - კრიშტიანუს ისტორიული საღამო
აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ალ ნასრი“ „ალ ფეიას“ ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რომლისთვისაც დღევანდელი საღამო ისტორიული გამოდგა.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში, საკლუბო დონეზე მე-1000 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 746-ე გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი კი 39 წლის ასაკში.
Cristiano Ronaldo played his 1000th club match ???? pic.twitter.com/L7iBDSbOER
— GOAL (@goal) February 14, 2024
ასევე, ვეტერანმა თავდამსხმელმა 2002 წლიდან, დღემდე ყოველ წელს გაიტანა გოლი, რაც უნიკალური მიღწევაა.
შეგახსენებთ, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2-მატჩიანი დაპირისპირებაა და ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 21 თებერვლით თარიღდება.