პრობლემები გრძელდება - ნადალი ვერც დოჰაში ითამაშებს
რაფაელ ნადალის უიღბლობა გრძელდება. ლეგენდარულმა ესპანელმა კუნთის ტრავმა ვერ მოირჩინა და ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ დოჰას ტურნირს გამოტოვებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, 22 დიდი სლემის მფლობელმა თავად განაცხადა:
ნადალი:
„დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი დოჰაში, სადაც კარგი ტურნირი ტარდება და საოცარი გულშემატკივრები არიან. ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. სამწუხაროდ, ასპარეზობისთვის მზად არ ვარ და დოჰაში ვერ ჩავალ. იქ ძალიან მინდოდა მეთამაშა ჩემი დაუვიწყარი გამარჯვების შემდეგ.“
I would have loved to play in Doha, where the tournament team, as well as the amazing Qatar fans have always supported me greatly. Unfortunately I am not ready to compete and I won’t be able to come to Doha where I really wanted to be and play again after that unforgettable win… pic.twitter.com/U4GUvIITcr
— Rafa Nadal (@RafaelNadal) February 14, 2024
შეგახსენებთ, რომ „მატადორმა“ აღნიშნული ტრავმის გამო ავსტრალიის ღია პირველობა გამოტოვა. წესით დოჰაში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ გადადიდო.
როგორც ცნობილი გახდა, ნადალი ახლა საჩვენებელი მატჩისთვის მოემზადება, რომელიც კარლოს ალკარასის წინააღმდეგ უნდა გამართოს.
ამის შემდეგ კი რაფაელი ინდიან უელსის მასტერსზე იასპარეზებს. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ მას არანაირი დისკომფორტი აღარ ექნება.