ევროპის ჩემპიონატი: გელა ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 82 კგ კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
ბოლქვაძემ ბულგარელ მეტოქეს 9:0 მოუგო და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი მოუტანა.
აქვე გეტყვით, რომ კონტინენტის პირველობაზე 13 თებერვალს იური ლომაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ჩვენმა ნაკრებმა შეჯიბრება ჯამში ორი მედლით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე 16 თებერვლიდან ასპარეზობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.