დავით სხირტლაძე
Aa
Aa

“ამ შემოთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი“ - სხირტლაძე თურქულ კარიერაზე

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი დავით სხირტლაძე კარიერას თურქულ „ქოჯაელისპორში“ აგრძელებს.

ტრანსფერის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა თურქულ მედიასთან პირველი ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

სხირტლაძე:

„ისეთი კლუბისგან როგორიც „ქოჯაელისპორია“ შეთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი. როდესაც შეთავაზება მივიღე, ძალიან აღელვებული ვიყავი. იმის ცოდნამ, რომ ასეთ ისტორიულ გუნდში მივდიოდი აღმაფრთოვანა. კლუბი ახლა სუპერ ლიგაში გადასვლის ზღვარზეა. ამის გაკეთებით ქალაქს გვსურს საჩუქარი გავუკეთოთ.

მე თბილისის „დინამოს“ კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი, მაგრამ, როცა ასეთი შეთავაზება მოვიდა, უარს ვერ ვიტყოდი. იმედი მაქვს, სუპერ ლიგაში გადავალთ. გიორგი ხარაიშვილთან მოედანზე და მის მიღმა მეგობრობა მაკავშირებს. ასევე გიორგი ბერიძე თამაშობდა თურქეთში და აქაური ხალხი მოეწონა. მან კარგად იცის აქაური მენტალიტეტი და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ადაპტაცია სწრაფად დასრულდეს.

კარიერის განმავლობაში 10 და 9 ნომერზე ვთამაშობდი, მაგრამ ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ. ორივე პოზიციაზე თამაში კარგად შემიძლია. ჩემპიონატში სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე სიტუაცია ძალიან დაძაბულია. ქულათა სხვაობა მცირეა. ახლა ყველა მატჩი ფინალს ჰგავს. საკუთარ კედლებში ყველა თამაში უნდა მოვიგოთ. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით შეგვიძლია.“

ცნობისთვის, „ქოჯაელისპორი“ თურქეთის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს, სადაც 22 ტურის შემდეგ, 43 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და პლეი-ოფის ზონაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამო ბათუმმა 25 წლის ალბანელი ფეხბურთელი დაიმატა
დინამო ბათუმმა 25 წლის ალბანელი ფეხბურთელი დაიმატა