მარტინესი: “ჩემს სანაკრებო კარიერას ოლიმპიური ოქრო აკლია“
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე ზაფხული საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ დატვირთული იქნება. გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატს, კოპა ამერიკას და ოლიმპიადას იხილავენ.
ემილიანო მარტინესმა, არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „ასტონ ვილას“ კარის დარაჯმა ისაუბრა.
რა თქვა მარტინესმა?
„ოლიმპიადის არაერთი ფინალი მინახავს. ვფიქრობ, თუ რაიმე აკლია ჩემს სანაკრებო კარიერას ოლიმპიური ოქროა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს შანსი უნდა მიეცეს. თუ ჩვენ კოპა ამერიკა და მუნდიალი მოვიგეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი უნდა მივცეთ.
ავადმყოფურად მინდა, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად არაერთი მიზანს მივაღწიო. მაგალითად, ძალიან მინდა, რომ „ალბისელესტეში“ 100 მატჩი ჩავატარო და ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შემიძლია.“
“SI HAY ALGO QUE ME FALTA CON LA SELECCIÓN ES GANAR LOS JJ.OO.”????????????
— DSports (@DSports) February 14, 2024
???? Dibu Martínez se refirió a la posibilidad de ir a París 2024.
???? @askomartin en #PuedePasar, con la conducción de @gustavokuffner pic.twitter.com/juvGjWoRMB