ბარსელონა, ნაპოლი, ჯენოა, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ბარსელონასთან მზად იქნება - ოსიმენის ჯენოასთან თამაში საეჭვოა

აფრიკის თასი დასრულდა და ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ უბრუნდება. ნიგერიელი თავდამსხმელი სულ მალე ნეაპოლში ჩაფრინდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ვიქტორს მცირე ტრავმა აღენიშნება. ტკივილები კი აფრიკის თასის ნახევარფინალში დაეწყო.

წყაროს ცნობით, ოსიმენი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს და სერია ა-ს მორიგ ტურში, სადაც „ნაპოლი“ „ჯენოას“ დაუპირისპირდება მონაწილეობა შესაძლოა ვერ მიიღოს.

მიუხედავად ამისა, არის იმედი, რომ ოსიმენი „ბარსელონასთან“ მერვედფინალური მატჩისთვის მზად იქნება და იქამდე სრული დატვირთვით ივარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა 21 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1.3 ტონა კოკაინის კონტრაბანდა - ქვინსი პრომესს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
1.3 ტონა კოკაინის კონტრაბანდა - ქვინსი პრომესს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა