ინტერ მაიამი, ნიუელს ოლდ ბოისი
Aa
Aa

ყოფილ გუნდთან ითამაშებს - მესის ტრავმა აღარ აწუხებს

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესიმ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა ვერ შეძლო. არგენტინელ სუპერვარსკვლავს ტრავმა აწუხებდა.

MLS-ის მორიგი სეზონის დაწყების წინ, „ინტერ მაიამი“ ბოლო ამხანაგურ მატჩს „ნიუელს ოლდ ბოისის“ წინააღმდეგ გამართავს.

ბევრს აინტერესებდა შეძლებდა, თუ არა ლეო მესი თავის ბავშვობის კლუბის წინააღმდეგ თამაშს. ამ საკითხთან დაკავშირებით, დევიდ ბექჰემის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტატა მარტინომ კომენტარი გააკეთა.

მარტინო:

„მესიმ მთლიანად მოიშუშა ტრავმა და კარგ ფორმაშია. ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.“

შეგახსენებთ, რომ მესიმ „ინტერ მაიამიში“ გადასვლის შემდეგ, ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სერბეთის შემდეგ პარაგვაი | რუსეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
სერბეთის შემდეგ პარაგვაი | რუსეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს