სერბეთის შემდეგ პარაგვაი | რუსეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
Aa
Aa

სერბეთის შემდეგ პარაგვაი | რუსეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩანიშნა. რუსული მხარის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მოსკოვში მდებარე „ვითიბი არენაზე“ ითამაშებს და 25 მარტს პარაგვაის დაუპირისპირდება.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარაგვაი პირველი სამხრეთ ამერიკული ქვეყანა გახდება, რომელიც რუსეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პარაგვაისთან მატჩამდე, რუსები სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან, რომელსაც 21 მარტს დაუპირისპირდებიან.

რუსეთი საერთაშორისო ტურნირებიდან უკრაინასთან დაწყებული ომის გამოა მოკვეთილი. 2023 წელს, რუსებმა 8 ამხანაგური მატჩი გამართეს და ირანს, ერაყს, ეგვიპტის 23-წლამდე ნაკრებს (ორჯერ), კატარს, კამერუნს, კენიასა და კუბას დაუპირისპირდნენ.

ცნობისთვის, რუსეთმა კუბას 8:0 მოუგო, კენიასთან 2:2 ითამაშა, კამერუნი 1:0 დაამარცხა, კატართან და ირანთან გამართული მატჩები 1:1 დასრულდა, ხოლო ერაყს 2:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეშკოს გოლი უნდა ჩათვლილიყო“ - როზე რეალთან მარცხის შემდეგ
„შეშკოს გოლი უნდა ჩათვლილიყო“ - როზე რეალთან მარცხის შემდეგ