ილია თოფურია
Aa
Aa

„100 პროცენტით მზად არაა, კარგი მებრძოლია, მაგრამ...“ | ილია ვოლკანოვსკიზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ESPN MMA-ის ინტერვიუ მისცა და ცნობილ კომენტატორს, ჯონ ანიკს ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გასამართ ბრძოლაზე ესაუბრა. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ „ვოლკი“ მასთან ჩხუბისთვის 100 პროცენტით მზად არაა და დასძინა, რომ ყველა კომპონენტში მოქმედ ჩემპიონზე უკეთესია.

„ურთულეს მეტოქეებთან ჩხუბზე უარს არასდროს ვამბობდი. რაიან ჰოლთან ერთ-ერთი ყველაზე ძნელი ბრძოლა მქონდა, რადგან ჩვენი დაპირისპირება საჭადრაკო პარტიას წააგავდა და არ ვთვლი, რომ ამ მდგომარეობაში მარტივი გზით აღმოვჩნდი. ახლა უფრო დიდი მოთმინება მაქვს, ვიდრე UFC-ში გამართული სადებიუტო ბრძოლისას მქონდა და ეს სერიოზული პროგრესია. აქამდე, ნოკაუტზე ან საბმიშენზე ვიყავი ორიენტირებული, ახლა კი მაქვს მოთმინება, რომ მომენტს დაველოდო.

ვოლკანოვსკისთან ჩხუბი ყოველთვის მინდოდა. როცა მან საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ერთ დღეს მის წინააღმდეგ ვიჩხუბებდი. ჩემი განცხადება, რომ ვოლკთან ყველაზე მარტივი ბრძოლა მელოდება? ამ მომენტისთვის, ასეა, რადგან ბოლო ბრძოლა ნოკაუტით წააგო და მენტალურ პრობლემებზე საუბრობდა. ალექსი 100 პროცენტით მზად არაა და მიმაჩნია, რომ ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ.

ვოლკანოვსკის ძლიერი მხარეები? ფეხით კარგად ურტყამს, დისტანციას შესანიშნავად ამცირებს და მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ტყუილად არ ყოფილა. ალექსი Pound for Pound რეიტინგში პირველ ადგილს ტყუილად არ იკავებდა და პატივისცემას იმსახურებს. ის კარგი მებრძოლია, მაგრამ ჩემს სტრატეგიას ვერაფერს მოუხერხებს. ბევრ მებრძოლს აქვს ძლიერი დარტყმა და მაგარი გრეპლინგი, მაგრამ არავის შეუძლია შეიმუშაოს ჩემნაირი სტრატეგია. სხვებისგან სწორედ ეს განმასხვავებს“.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის ქვემსუბუქ წონაში, ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალს, საქართველოს დროით კი 18 თებერვალს, 07:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალმა მწვრთნელმა კარგი რჩევა მომცა“ | მერაბის სახუმარო ვიდეო
„ახალმა მწვრთნელმა კარგი რჩევა მომცა“ | მერაბის სახუმარო ვიდეო