„ახალმა მწვრთნელმა კარგი რჩევა მომცა“ | მერაბის სახუმარო ვიდეო
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში სახუმარო ვიდეო გამოაქვეყნა. „მანქანა“ ჰენრი სეხუდოს მწვრთნელს, ერიკ ალბარასინს შეხვდა და მისგან რჩევები მიიღო.
„ჩემი მწვრთნელის დანახვა კარგი შეგრძნებაა. მადლობა, რომ ჩემს მხარდასაჭერად მოხვედი, ამას ძალიან ვაფასებ. მწვრთნელო, მაინტერესებს, ფეხზე რომ წავიდე, ჰენრის ჰაერში აწევა მარტივი იქნება? თუ სხვა სტილში უნდა ვიჩხუბო? რა უნდა გავაკეთო?“, - ამბობს „მანქანა“ ვიდეოში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კი აცხადებს: „სასტუმროში ჩემს გუნდთან ერთად მივედი. ახალი მწვრთნელისგან კარგი რჩევა მივიღე. მწვრთნელო ერიკ, მადლობა, რომ ახალი ტექნიკა მასწავლე“.
I arrived at the hotel with my team. I got good advice from my new coach. Thank you so much Coach Eric for teaching me new technique. ???? pic.twitter.com/kmKZH2l4Hr
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) February 14, 2024
სხვათა შორის, რამდენიმე საათის წინ, სეხუდომ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ალბარასინის გაშვება ხუმრობა იყო და მათ შორის უტეხი კავშირი არსებობს. „ტრიპელ სის“ თქმით, ალბარასინი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია და იგი არსად გაუშვია.
???? #UFC298 pic.twitter.com/HvNCq7X1EA
— MMA Fighting (@MMAFighting) February 14, 2024