მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, დენა უაითი
Aa
Aa

„შეცდომები დაუშვეს, უმნიშვნელოვანესი ჩხუბი ელოდებათ“ | დენა უაითი მერაბსა და სეხუდოზე

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) გასამართ ღონისძიებაზე, UFC 298-ზე ისაუბრა. უაითმა ინტერვიუ ცნობილ ჟურნალისტს, კევინ აიოლის მისცა და მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ვფიქრობ, ჰენრი სეხუდოს წასვლა და კარიერის დასრულება სრული უაზრობა იყო. თუ კარიერას ასრულებ, სპორტს თავი სამუდამოდ უნდა დაანებო და არასდროს დაბრუნდე. ამ ბიჭმა კარიერა დაასრულა მაშინ, როცა პიკში იმყოფებოდა და ახლა მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის. ჩემი აზრით, ეს ჩხუბი ორივე მებრძოლისთვის უმნიშვნელოვანესია.

მერაბმა პაუზა აიღო და საჩემპიონო ბრძოლის მიღებაზე უარი თქვა, რადგან ტიტულს მისი მეგობარი ფლობდა. ვფიქრობ, სეხუდო და დვალიშვილი არიან მებრძოლები, რომლებმაც თავიანთ კარიერაში შეცდომები დაუშვეს და UFC 298-ი ორივე მათგანისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბი UFC 298-ის ფარგლებში გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენაც ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის სატიტულო დაპირისპირებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი: „თოფურიას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი“
დენა უაითი: „თოფურიას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი“