ილია თოფურია, დენა უაითი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

დენა უაითი: „თოფურიას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი“

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა MMA-ის ცნობილ ჟურნალისტს, კევინ აიოლის საინტერესო ინტერვიუ მისცა. უაითმა ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ჩხუბზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ელ მატადორს“ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.

„ისლამ მახაჩევთან წაგებისა და ილიას დაუმარცხებელი სტატუსის გამო, აქვს თუ არა ვოლკს ნერვიულობის საბაბი? როცა ოქტაგონზე საჩემპიონო ქამრის დასაცავად გადიხარ, ყოველთვის ნერვიულობ. თუმცა, ვოლკანოვსკის სტატისტიკის გამო სანერვიულო ნამდვილად არ აქვს, რადგან ყველასთვის აშკარაა, რომ ის უნიკალური და განსაკუთრებული მებრძოლია.

ილია თოფურიას გამოუცდელობა? მისი ყოფილი მეტოქეები რომ გავიხსენოთ და ვნახოთ, მათთან ჩხუბისას სასწორზე რა იდო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თოფურიას დიდი ბრძოლების გამოცდილება არ აქვს. ეს მისი პირველი დიდი ჩხუბი იქნება და დიდი სახელის მქონე მოწინააღმდეგეც პირველად ეყოლება. რამდენადაც მაგარი მებრძოლი არ უნდა იყოს, ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.

რა აზრის ვარ მის თავდაჯერებულობაზე და განცხადებაზე, რომ ვოლკანოვსკის შემდეგ, კონორ მაკგრეგორთან ჩხუბი უნდა? ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. როცა დაუმარცხებელი ხარ, წაგების გემო არასდროს შეგიგრძნია და ასეთი აღმასვლა გაქვს, სწორედ ეს მენტალიტეტი უნდა გქონდეს, მაგრამ ვნახოთ, 17 თებერვალს რა მოხდება“.

ცნობისთვის, სტატისტიკა, რომელზეც დენა უაითმა გაამახვილა ყურადღება ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლებს უკავშირდება. სატიტულო ჩხუბებში, ასაკით უმცროს მებრძოლებს მათზე უფროსი მეტოქე 21-დან 15-ჯერ ჰყავთ დამარცხებული. 6-დან 5 შემთხვევაში, როცა ასაკით უფროსმა მებრძოლმა მოიგო, გამარჯვებულის სახელი და გვარი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის საგოლე პასი - უოტფორდის ცუდი სერია და მარცხი კონკურენტთან
ჩაკვეტაძის საგოლე პასი - უოტფორდის ცუდი სერია და მარცხი კონკურენტთან