ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„შეტევაში მარტო დარბოდა“ - ნაპოლის ექს-შემტევი ხვიჩაზე და მაცარიზე

„ნაპოლის“ ყოფილმა შემტევმა, ემანუელე ჩალაიომ რადიო Kiss Kiss Napoli-ის ეთერში „პარტენოპეისა“ და „მილანის“ მატჩზე ისაუბრა და ვალტერ მაცარი გააკრიტიკა.

რას ამბობს კალაიო:

ვალტერ მაცარი შემადგენლობის ცვლილებით დაბნეულობას და ქაოსს იწვევს. თუ სამკაციანი დაცვის ხაზის გაკეთება გსურს, შეტევაში მოგიწევს, რომ მაინც სამი შემტევი ათამაშო, ტაქტიკური წყობით - 3-4-2-1. მაცარი კი 3-5-1-1 ათამაშებდა და ამ წყობაში კვარაცხელია ფაქტობრივად მარტო იყო, ახლოს არავინ ჰყავდა.

როდესაც მილანი დაწინაურდა, მაცარიმ ერთადერთი ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი, სიმეონე მოხსნა და მის მაგივრად რასპადორი დააყენა, ფეხბურთელი, რომელიც სათადარიგოს სტრაიკერია. მოკლედ, „ნაპოლის“ ამ სეზონში იდენტობა არ აქვს. ასეთ თამაშში, როდესაც ცენტრში კიაერი და გაბია იდგნენ, გუნდს მხოლოდ 1 მომენტი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 24 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს და მე-4 ადგილოსან „ატალანტას“ 7 ქულით ჩამორჩება. ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგჯერ ზედმეტი მოსდის, თანაგუნდელები უნდა დაინახოს“ | ნაპოლის ექს-შემტევი ხვიჩაზე
„ზოგჯერ ზედმეტი მოსდის, თანაგუნდელები უნდა დაინახოს“ | ნაპოლის ექს-შემტევი ხვიჩაზე