გოგა ბითაძე, შეი გილჯეს-ალექსანდერი, ჯეილენ უილიამსი, უენდელ კარტერ ჯუნიორი
Aa
Aa

მოხსნა და ასისტი | გოგას ორლანდო ოკლაჰომასთან დამარცხდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ ორმატჩიანი წაუგებელი სერია „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ დასრულდა. ფლორიდელები მასპინძლის სტატუსით იყვნენ, მაგრამ „ოქეისის“ ვერაფერი მოუხერხეს და 113:127 დამარცხდნენ.

ქართველ ცენტრს ისევ მცირე სათამაშო დრო მიეცა. გოგა პარკეტზე საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 23 წამით ადრე გამოჩნდა, როცა „ორლანდო“ 17 ქულით აგებდა. ბითაძეს მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია და მის ანგარიშზე 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.

„მეჯიქის“ რიგებში ყველაზე მეტი, 23 ქულა პაოლო ბანკერომ მიითვალა. უენდელ კარტერ ჯუნიორმა, ვის არყოფნაშიც ბითაძე სასტარტო ხუთეულის წევრი იყო, მატჩი 22 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა. ჯეილენ საგსს 17 ქულა ჰქონდა, ფრანც ვაგნერს - 15. „ოკლაჰომას“ მხრიდან 33 ქულით ჯეილენ უილიამსი გამოირჩა. შეი გილჯეს-ალექსანდერმა 32 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

გეტყვით, რომ „ორლანდოს 29 მოგება და 25 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 15 თებერვალს გამართავს და საკუთარ კედლებში „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილუზიებშია, ვოლკი მაგრად სცემს და მისი კარიერა დასრულდება“ | იაირი ილიაზე
„ილუზიებშია, ვოლკი მაგრად სცემს და მისი კარიერა დასრულდება“ | იაირი ილიაზე