ჩაკვეტაძის საგოლე პასი - უოტფორდის ცუდი სერია და მარცხი კონკურენტთან
ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურში „ნორვიჩმა’’ შინ „უოტფორდს’’ 4:2 მოუგო. „უოტფორდმა'' ზედიზედ მეორე მატჩი დათმო, მისი მოუგებელი სერია 4-მატჩიანია, ვალერიენ ისმაელის გაწვრთნილი გუნდი კრიზისშია.
მას შემდეგ რაც „უოტფორდმა’’ ჩაკვეტაძე „გენტიდან’’ გამოისყიდა, ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონშიფში სამი მატჩი ჩაატარა, სამივე მატჩში სასტარტოში იყო, თუმცა საუკეთესო თვისებების გამოვლენა უჭირს, დრიბლინგის შესრულების მცდელობებები არ აქვს და არც მწვავე პასების შესრულებით გამოირჩევა, მისი შესაძლებლობები მქონე ფეხბურთელისგან შეტევაში აქტიურად თამაშის მოლოდინია, რასაც სამწუხაროდ ბოლო შეხვედრებში საერთოდ ვერ ვხედავთ.
ქართველი ფეხბურთელის თამაშიდან ორი მომენტის გამოყოფა შეიძლება, 68-ე წუთზე ბურთი კარგად გაატარა, თუმცა თანაგუნდელმა თავისუფალი სივრცე ვერ აითვისა, თანაგუნდელს სახიფათო მომენტის შექმნისთვის კარგი ვითარება შეუქმნა. რაც შეეხება მეორე მომენტს, 72-ე წუთზე მისი შორეული გადაცემის შემდეგ ასპრილიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ანგარიში 2:2 გახდა, თუმცა საბოლოოდ „ნორვიჩმა'' 4:2 მოიგო. ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე შეცვალეს.
26 იანვარს, ჩემპიონშიფში „უოტფორდი'' შინ „ბრისტოლთან'' 1:4 განადგურდა. ამ მატჩში ცვლილებაზე გამოსულმა გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა და ამ შეხვედრის შემდეგ მუდმივად სასტარტო შემადგენლობაშია, ჩემპიონშიფისა და ინგლისის ასოციაციის თასის ჩათვლით ზედიზედ 11 მატჩი სასტარტოში დაიწყო (9 - ჩემპიონშიფი, 2 - ასოციაციის თასი). საერთო ჯამში, ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატსა და ასოციაციის თასზე 29 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა.
ამ მატჩამდე „ნორვიჩსა'' და „უოტფორდს'' შორის სხვაობა მხოლოდ 4 ქულა იყო, ამ მატჩის შემდეგ „ნორვიჩი'' 48 ქულით მე-6 ადგილზეა, „უოტფორდი'' 41 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. ჩაკვეტაძის გუნდი შემდეგ მატჩს ბოლოადგილოსან „როტერჰემთან'' სტუმარად გამართავს (17 თებერვალი, 19:00)