ტუხელი: “ლაციოსთან ემოციური მატჩი იქნება“
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლაციო“ „ბაიერნს“ მასპინძლობს. მატჩის წინ, „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ტუხელმა?
„მე ვიცი, როგორ ჭკვიანურად თამაშობენ იტალიელები. ასე რომ, ტაქტიკაზე ვერაფერს გეტყვით. „ლაციო“ ძალიან დისციპლინირებული გუნდია. მათი მიდგომა მკაფიოა. მაურიციო სარის ხელმძღვანელობით ისინი კონკურენტუნარიანები არიან. ვფიქრობ, ემოციური მატჩი იქნება.
დაცვის ხაზში კონკურენცია დიდია და გარანტირებული ადგილი არავის აქვს. დე ლიხტი თავის შანსს აუცილებლად მიიღებს. საკუთარ თავს უფლება უნდა მივცეთ, რომ თავდაჯერებულებმა ვითამაშოთ. ზეწოლა დიდი პრივილეგიაა. საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკულები უნდა ვიყოთ.
სერჟ გნაბრი თავს უკეთესად გრძნობს. ის ცალკე ვარჯიშობს. კონრად ლაიმერის რეაბილიტაცია დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს, მაგრამ ალფონსო დევისის სიტუაცია შედარებით რთულია. რთულია კომანის მდგომარეობაც. ვისურვებდი, რომ სეზონის ამ ეტაპზე გუნდში უფრო დიდი კონკურენცია ყოფილიყო.“
შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება 14 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.