ხვიჩა კვარაცხელია, კლაუდიო ანელუჩი
Aa
Aa

იტალიაში არ იციან, ასეთ ფეხბურთელს როგორ მოექცნენ - კავანის ყოფილი აგენტი კვარაზე

ედინსონ კავანის ყოფილმა აგენტმა კლაუდიო ანელუჩიმ Radio Punto Nuovo-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„კვარაცხელია? კრასიჩს მაგონებს. მახსოვს როცა „იუვენტუსმა’’ კრასიჩი აიყვანა,  პირველ სეზონში ჩანდა, რომ ძვირფასი ქვა იპოვეს, მაგრამ შემდეგ გაუჩინარდა. ფენომენალური სეზონის შემდეგ ყოველთვის ელი, თუ როგორ ჩააბარებს ასეთი მოთამაშე შემდეგ გამოცდას.

სერია A-ში ერთი რამ გამაღიზიანებელია: როცა მნიშვნელოვან მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი უმთავდება, იჯარითაა ან წასვლა გადაწყვეტილი აქვს, იტალიაში არ არის იმის კულტურა, თუ როგორ მოექცნენ მას, როგორ გაწვრთნან, როგორ უხელმძღვანელონ’’.

ხსენებული მილოშ კრასიჩი „იუვენტუსში’’ 2010-12 წლებში თამაშობდა. სერბმა სადებიუტო სეზონში იტალიის ჩემპიონატის 33 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი შეასრულა. მეორე სეზონში ანტონიო კონტემ სასტარტოდან „ამოაგდო’’, 7 მატჩში მის აქტივში 1 გოლი იყო.

კრასიჩთან შედარება უსაფუძვლოა, რადგან კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში (მისთვის მეორე სეზონში) 21მატჩში უკვე 6 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ხშირად ხვიჩას შექმნილ მომენტებს თანაგუნდელები ვერ იყენებენ, „სალერნიტანასთან’’ და „მილანთან’’ გამართული მატჩები ამის დასტურია, როცა მის მიერ შექმნილი მომენტები სიმეონემ ვერ გამოიყენა.

რაც შეეხება ანელუჩის იმ სიტყვებს, რომ იტალიაში არ იციან ასეთ ფეხბურთელებს როგორ მოექცნენ, შესაძლოა კვარაცხელიას კონტრაქტს გულისხმობს. მოგეხსენებათ, კვარაცხელიას სადებიუტო სეზონი სერია ა-ში ბრწყინვალე იყო, მისი უდიდესი დამსახურებით „ნაპოლი'' იტალიის ჩემპიონი გახდა, თუმცა „ნაპოლის'' მასთან ახალი კონტრაქტი დღემდე არ გაუფორმებია, მისი ხელფასი მილიონ ევროზე ოდნავ მეტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები