მანჩესტერ სიტი, როდრი
Aa
Aa

როდრი: “ოქროს ბურთის მოგება მარკეტინგზე, რეკლამაზე და ფულზეა დამოკიდებული“

გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ ტრიპლეტი შეასრულა და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი როდრი იყო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ ერთადერთი გოლი გაუტანა.

ბევრი ვარაუდობდა, რომ ესპანელი ნახევარმცველი ოქროს ბურთის სამეულში მოხვდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, „სიტის“ ფეხბურთელმა ბრიტანულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

როდრი:

„არ მიკვირს, რომ ოქროს ბურთის სამეულში ვერ მოვხვდი. ეს ნორმალურია.. კარგად მესმის, როგორ მუშაობს სისტემა ინდივიდუალურ ჯილდოებზე. ყველაფერი დამოკიდებულია მარკეტინგზე, ფულზე და რეკლამაზე.

ადრე იყვნენ ნახევარმცველები, რომლებიც ასევე იმსახურებდნენ ამ ჯილდოს, მაგრამ ვერ მიიღეს. გესმით რას ვგულისხმობ? ჩემთვის მთავარია ის, რასაც ერთობლივად მივაღწიე.“

შეგახსენებთ, რომ როდრი „ქალაქელებს“ 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ესპანელმა ნახევარმცველმა ინგლისური გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 236-ჯერ მოირგო, 23 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გამარჯვება შეუძლებელი არ არის“ - სარი ბაიერნთან მატჩის წინ
“გამარჯვება შეუძლებელი არ არის“ - სარი ბაიერნთან მატჩის წინ