“გამარჯვება შეუძლებელი არ არის“ - სარი ბაიერნთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლაციო“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, რომაული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა სარიმ?
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიამოვნების მისაღებად ვთამაშობთ. მიუხედავად ყველა იმ პასუხისმგებლობისა, რომლებიც ჩვენ უნდა ავიღოთ, უნდა ვეცადოთ, რომ მოედანზე თამაშის დროს სიამოვნების მიღების გზები ვიპოვოთ.
ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენი მიდგომა სწორი უნდა იყოს. გამარჯვება შეუძლებელი არ იქნება. „ბაიერნი“ ფავორიტია და ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის ძლიერია. თავდაჯერებული თამაში და ნერვების შეკავება დაგვჭირდება. დადგება მომენტი, როდესაც ყველას ერთად მოგვიწევს დატანჯვა.
ფეხბურთელებს კარგად აქვთ გააზრებული თავიანთი პასუხისმგებლობა და მათი ბოლომდე მჯერა. მოწინააღმდეგეს არაფერს დავუთმობთ. წილისყრის შედეგები? რა თქმა უნდა, უკეთესი ვარიანტიც შესაძლებელი იყო.“
შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება 14 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.