ლივერპულის მაგარი ჟესტი | სვენ-გორან ერიქსონი წითლების სამწვრთნელო შტაბში
23 მარტს, „ენფილდი“ ყოველწლიურ საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც „ლივერპულის“ ლეგენდები „აიაქსის“ ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. რამდენიმე წუთის წინ, „მერსისაიდელებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და გვაუწყეს, რომ მათი ლეგენდების სამწვრთნელო შტაბში სვენ-გორან ერიქსონიც იქნება.
75 წლის სპეციალისტი სიმსივნეს ებრძვის და როგორც თავად თქვა, რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა. ერიქსონმა „ლივერპულზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „წითლების“ გულშემატკივარია: „მამაჩემი ლივერპულის ქომაგია, მეც ლივერპულის ქომაგი ვარ. ყოველთვის მინდოდა, წითლების მთავარი მწვრთნელი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს არასდროს მოხდება. ამაში დარწმუნებული ვარ“.
მერსისაიდელებმა მომაკვდავ ერიქსონს სურვილი აუსრულეს და მარტში იგი „წითლებს“ იან რაშთან, ჯონ ბარნსთან და ჯონ ოლდრიჯთან ერთად უთავკაცებს. მის განკარგულებაში „ლივერპულის“ ისეთი ლეგენდები იქნებიან, როგორებიც ერჟი დუდეკი, მარტინ შკრტელი, ფაბიო აურელიო, ჯიბრილ სისე და სხვები არიან.
We are delighted to confirm Sven-Goran Eriksson will be part of the #LFCLegends management team for the game against Ajax Legends at Anfield ????
— Liverpool FC (@LFC) February 13, 2024
More info: https://t.co/qzBKmm4Htd pic.twitter.com/xsWr4KYUKf
შეგახსენებთ, რომ სვენ გორან ერიქსონს სხვადასხვა დროს „მანჩესტერ სიტი“, „ლაციო“, „ბენფიკა“, „ფიორენტინა“ და „სამპდორია“ გაუწვრთნია. 1999-2000 წლების სეზონში, ის სერია A-ს წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, „რომასთან“ და „სამპდორიასთან“ ერთად კი კოპა იტალია აქვს მოგებული.