ლაშა გურული, გიორგი ყუშიტაშვილი
Aa
Aa

1 ოქრო და 3 ბრინჯაო - მოკრივეების ისტორიული შედეგი ბულგარეთის ტურნირზე

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები ბულგარეთის პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირიდან ისტორიული შედეგით, 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

ქართველ მოკრივეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და კრივის ფედერაციის ხელმძღვანელები დახვდნენ.

ჩემპიონი 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ყუშიტაშვილი გახდა და ის პირველი ქართველია, რომელმაც ეს შეჯიბრება მოიგო. ყუშიტაშვილმა ფინალამდე უზბეკი, ირანელი და ინდოელი მეტოქე დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ბერძენ ვაგკან ნანიტზანიანს მოუგო.

მესამე საპრიზო ადგილზე სახილ ალახვერდოვი, ლაშა გურული და ნიკოლოზ ბეგაძე გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები