ვოლკანოვსკის პროგნოზი ილიასთან ჩხუბზე: „მეორე რაუნდში დავაფინიშებ“
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. „ვოლკი“ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და ვარაუდობს, რომ საქმეს მეორე რაუნდში მოამთავრებს.
„ჩემი პროგნოზია, რომ მას კარგ გაკვეთილს ჩავუტარებ. ილია შერცხვება, საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწევს და ჩემთან მარცხი მისთვის ახალი თავგადასავლის დასაწყისი იქნება. ახალგაზრდაა, საკუთარი თავის სჯერა და თავმდაბალს გავხდი. მაგრად ვცემ და ჩხუბი მეორე რაუნდში დასრულდება. პირველ რაუნდში ნაწილებად დავშლი, მეორეში კი ფინიშს იხილავთ.
არ ვამბობ, რომ მარტივი ბრძოლა მელოდება, მაგრამ თოფურიას ჯერ არაფერი დაუმტკიცებია და საკუთარ თავში მაინც ასე ძალიანაა დარწმუნებული. ყოველდღე, როცა სავარჯიშო დარბაზში შევდივარ, ვცდილობ, მაქსიმუმზე მეტი გავაკეთო. არ მგონია, ილიას იგივე დამოკიდებულება ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ვფიქრობ, პირველ რაუნდში ნაწილებად დავშლი და მალევე დავაფინიშებ“.
ცნობისთვის, ილიამაც მსგავსი ვარაუდი გააკეთა და განაცხადა, რომ ვოლკანოვსკის პირველ რაუნდში დაანოკაუტებს. ასე რომ, 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) ძალიან მაგარი ჩხუბი გველოდება.