ალექსანდრ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს 23 თებერვალს გამართავს და სტუმრად დანიას დაუპირისპირდება, 26 თებერვალს კი ურთულეს მეტოქეს, სერბეთს გაეჯიბრება. დანიისა და სერბეთის ნაკრებების გარდა, ჩვენს ჯგუფში ფინეთია, რომელსაც ფინალურ ეტაპზე გასვლა გარანტირებული აქვს.
საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა მოახლოებული მატჩების წინ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც უშუალოდ შეხვედრების წინ 13-14 კალათბურთელამდე შემცირდება. ნაკრებში ისაა, რომ ნატურალიზებული თად მაკფადენის ნაცვლად ჯო ტომასონი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ დანიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი თბილისის დროით, 21:30-ზე დაიყწება. სერბეთს კი საკუთარ კედლებში ჩვენი დროით 21:00-ზე დავუპირისპირდებით.