იოახიმ ლიოვი, ტომას ტუხელი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ბაიერნი ტუხელის გაშვებაზე ფიქრობს | მიუნხენელებს სამი ვარიანტი ჰყავთ

გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში, მიუნხენის „ბაიერნი“ მთავარ კონკურენტს, „ლევერკუზენს“ შეხვდა და 0:3 დამარცხდა. „ფარმაცევტებთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელები საკადრო ცვლილებებზე დაფიქრდნენ და მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის გაშვებას განიხილავენ.

გერმანელი ჟურნალისტის, მარსელ მიოლერის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერმა“ 3 კანდიდატი შეარჩია და მათი ყურადღების ცენტრში ოლივერ გლასნერი, ჰანსი ფლიკი და იოახიმ ლიოვი იმყოფებიან. მიუნხენელებს კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

გლასნერი ბოლოს „აინტრახტში“ მუშაობდა, მანამდე კი „ვოლფსბურგის“ მთავარი მწვრთნელი იყო. ფლიკი და ლიოვი გერმანიის ნაკრების ყოფილი თავკაცები არიან. ფლიკს „ბაიერნში“ მუშაობის გამოცდილება აქვს და „რეკორდმაისტერთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ცნობისთვის, 21 ტურის შემდეგ, „ბაიერნს“ 50 ქულა აქვს და „ლევერკუზენს“ 5 ქულით ჩამორჩება. ტუხელის გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს და „ლაციოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას პოზიცია?“ | რა თქვა პიოლიმ მაცარის ტაქტიკურ ცვლილებებზე
„კვარაცხელიას პოზიცია?“ | რა თქვა პიოლიმ მაცარის ტაქტიკურ ცვლილებებზე